ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, საზოგადოებას, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ანგარიშის პრეზენტაციას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ღვაწლმოსილი და დამსახურებული ქვემო ქართლელები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. შოთა რეხვიაშვილმა ვრცლად ისაუბრა რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, სპორტული ობიექტების, სკვერების, გაზიფიცირების, სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ.

პრეზენტაციის დასასრულს, შოთა რეხვიაშვილმა 2019 წლის რეგიონის განვითარების გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებას კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც 2019 წელს რეგიონის მასშტაბით განხორციელდება.