აქციის მონაწილეები რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებენ

რუსთავში, შარტავას მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებენ. აქციაში სახელწოდებით "არა გაზრდილ ტარიფს" მონაწილეობას ახალგაზრდები და სტუდენტები იღებენ.

აქციის მონაწილეები გაზრდილი ტარიფის შემცირებას და კომპანია "ინტერტრანსისგან" მძღოლებისთვის დაწესებული ყოველდღიური გეგმის შემცირებას მოითხოვენ. ახალგაზრდების აქციას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა შეუერთდნენ. დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ აქციის მონაწილეებს.

"როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მორალურადაც და სამართლებრივადაც მზად ვარ ვიდგე იქ, სადაც სამოქალაქო აქტივტები დგანან", - განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.