რუსთავის მერმა  ღვაწლმოსილ  რუსთაველებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დამდეგი შობა-ახალი წელი ღვაწლმოსილ რუსთაველებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მიულოცა. ირაკლი ტაბაღუა მათ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, სახლში ესტუმრა და საახალწლო ნობათი და ტკბილეული გადასცა.

,,ტრადიციად იქცა საახალწლოდ, სხვადასხვა პროფესიის რუსთაველებთან სახლში სტუმრობა და მათთვის დამდეგი შობა-ახალი წლის მილოცვა. წელსაც ვესტუმრეთ მათ და საჩუქრად საახალწლო ნობათი გადავეცით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მერიის საახალწლო საჩუქარს 700-მდე ბენეფიციარი: სოციალურად დაუცველი მრავლშვილიანი ოჯახები, შშმ პირთა და დღის ცენტრები, ასევე მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლები მიიღებენ. სხვადასხვა სახის საჩუქარს, საახალწლოდ რუსთაველ ბავშვებსაც გადასცემენ. ახალი წლის და შემდგომ დღეებში, 4000 რუსთაველი პატარა დასაჩუქრდება სანტა კლაუსის სიურპრიზით. 2000 ბავშვმა კი, საახალწლო ნაძვის ხეზე-საბავშვო სპექტაკლ ,,ბურატინოზეც“ მიიღი მოწვევა.

საახალწლო ღონისძიებები რუსთავში, დღეს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდება.

სადღესასწაულო კონცერტები ლეონიძის სახელობის სკვერში მოწყობილ საახალწლო სოფელში მიმდინარეობს. საახალწლო სოფელში მოეწყო ანიმატორების შოუ, საცირკო სანახაობა პატარებისათვის, გაიმართა საახალწლო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კონცერტები. 19:30 საათზე სანტა კლაუსი დამდეგ ახალ წელს მიულოცავს ბავშვებს. საახალწლოდ განათებულ სოფელში დღეს ანსამბლ ,,სალხინოს’’, ანსამბ ,,თუთარჩელას“, ,,ფიროსმანის“, ,,მე რუსთველის“, ლაშა ღლონტის, ციური მჭედლიძისა და დათო ნეფარიძის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა