პროექტის "მე მჯერა სანტა კლაუსის" ფარგლებში სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ოცნებები აუსრულეს

ფონდი ,,ბილივი” მეოთხე წელია ახორციელებს კამპანიას, სახელწოდებით "მე მჯერა სანტა კლაუსის". პროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და მათი სურვილების რეალობად ქცევა. ,,ბილივის“ თანადამფუძნებლის, მარიკა ნადარაიას თქმით, წელს ბავშვების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მისივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სანტასგან საჩუქარს 227 ბავშვი მიიღებს.

პროექტი სამი წელია ფოთსა და ბათუმში ხორციელდება. წელს კი ამ ქალაქებს იმერეთის რეგიონი დაემატა. ,,ათეულობით პატარასათვის საახალწლო დღეებში სანტა კლაუსზე ოცნება რეალობად იქცევა. მათ სანტასთვის გაგზავნილ წერილებში ნანატრი ოცნებები უსრულდებათ. აქცია ბევრ გულისხმიერ და კეთილ მოხალისეს აერთიანებს, რომელებიც სოციალურად დაუცველი ბავშვების სანტები ხდებიან და მათ საახალწლო სურვილებს ასრულებენ. პროექტში ,,ბილივის“ მეგობარი ბიზნესკომპანიები და ინდივიდუალური შემომწირველები ერთვებიან. სამი წლის განმავლობაში ბავშვების საერთო რაოდენობა 299-ს შეადგენდა, წელს კი ეს ციფრი 227-ით გაიზარდა. ყველა პატარას ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ. მადლობა ბიზნესკომპანიებს და შემომწირველებს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის. რომ არა მათი მხარდაჭერა შეუძლებელი იქნებოდა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მარიკა ნადარაიამ.

ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო და 14 იანვრამდე გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო