ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურისსაკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ქანთარიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 120-მა ბენეფიციარმა მიიღო.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.