ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„ბორჯომში საახალწლო სამზადისია, ქალაქი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სადღესასწაულო ღონისძიებები 14:00 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიწყო.

დღის განმავლობაში მოეწყობა საახალწლო გამოფენები, წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი პროგრამა - ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების კონცერტი, ექსპერიმენტორიუმის შოუ, თოვლის ბაბუისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენები. ადგილობრივების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს, ბავშვებს კი თოვლის ბაბუა საჩუქრებს გადასცემს.

მთავარი სადღესასწაულო კონცერტი როგორც ბორჯომში, ასევე დაბა ბაკურიანში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ჯგუფები „რეზო და ბავშვები, „არა“ და "სეიშენი“, ასევე სოლო მომღერალი დათო არჩვაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.