სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე - მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.

მათივე ინფორმაციით, სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.

იხილეთ ვიდეო: ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვების დედები - პრეზიდენტმა საახალწლოდ პატიმრები შეიწყალა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია