ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავარია წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის კედელს შეეჯახა.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძოება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.