კახეთში პიროტექნიკის გამოყენებით რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო

კახეთში პიროტექნიკის გამოყენებით რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო

კახეთში პიროტექნიკის გამოყენებით რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო. მათ შორის ორმა თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა, ისინი თბილისში გადაიყვანეს. ორივე მათგანს ხელის მტევნის დაზიანებები აღენიშნებოდა და მიკროქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდათ.

რეგიონის მასშტაბით დაზიანებები მიიღეს წნორსა და ლაგოდეხშიც. „არქიმედეს“ კლინიკაში შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა შუახნის მამაკაცს, რომელსაც ხელის მტევანი დაუზიანდა.

ექიმების შეფასებით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

იხილეთ ვიდეო: თელავში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა