რუსთავში ბუნებრივი აირით 9 ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, მესხიშვილისა და ახმეტელის ქუჩებზე ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა. მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. ორივე შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, გაზით მოწამლულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა