აჯამეთის ტყეში ხანძარი იყო

ბაღდათის რაიონში არსებულ აჯამეთის ტყეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა და 3 ჰექტარი ფართობი დაიწვა.
ადგილზე ოთხი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

























