გურჯაანის ცენტრალურ პარკში საახალწლო ილუმინაციების ნაწილი დააზიანეს

გურჯაანის ცენტრალურ პარკში საახალწლო ილუმინაციების ნაწილი დააზიანეს

გურჯაანის ცენტრალურ პარკში საახალწლო ილუმინაციების ნაწილი დაზიანებულია.იმ ტერიტორიაზე, სადაც საახალწლო ღონისძიებები გაიმართა, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა საახალწლო განათების სისტემა ჩამოგლიჯეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს უკვე შეატყობინეს.

ხანდამაშვილი ადგილობრივებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.