გუფთა-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუფთა-ონის საავტომობილო  გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუფთა-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გუფთა-ონის საავტომობილო გზის კმ57 მონაკვეთზე, ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.