გუფთა-ონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუფთა-ონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუფთა-ონის საავტომობილო გზის 57-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

























