თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულების შემცირების მოთხოვნით აქცია დასრულდა

თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულების შემცირების მოთხოვნით აქცია დასრულდა. ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნა იგივე რჩება - ტარიფის ძველ ნიშნულზე - 1,50 ლარზე დაბრუნება.
აქციები მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება. მორიგ აქციას, სახელწოდებით ,,არა გაზრდილ ტარიფს" ახალგაზრდები 8 იანვარს, 10:00 საათიდან განაახლებენ. აქციის მონაწილეები იმავე დღეს დაგეგმილ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დასწრებას და საკუთარი მოთხოვნების დაყენებას გეგმავენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა და სტუდენტებმა რუსთავის მერიასთან, მგზავრობის გაზრდილი საფასურის შემცირების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს დეპუტატები შეხვდნენ.

























