ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა

ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

საშობაო ლიტურგიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მინისტრები ესწრებოდნენ.

"მინდა მივულოცო ქრისტეშობა სრულიად საქართველოს და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, ქრისტეშობის მადლი და ყველა იმ სიბრძნის გათვალისწინება, რაც დღეს მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლეში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.