ბათუმში საშობაო ალილო მიმდინარეობს

ბათუმში საშობაო ალილო მიმდინარეობს. სადღესასწაულო მსვლელობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან 12:00 საათზე დაიწყო და ყველა ცენტრალურ ქუჩას მოიცავს. მრევლს პატარა მგალობლები, სტიქაროსნები და სასულიერო პირები მიუძღვებიან. ალილოს მსვლელობას აჭარის მთავრობის პირველი პირებიც შეუერთდებიან. ისინი ალილოში მონაწილეებს საშობაო ნობათს გადასცემენ.
ბათუმის ქუჩების შემოვლის შემდეგ, ალილოს მონაწილეები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაბრუნდებიან, სადაც შეგროვილი ნობათის კურთხევა მოხდება, შემდეგ კი ტკბილეულს სოციალურად დაუცველებს და მოხუცთა თავშესაფარს გადასცემენ.

























