რუსთავის მერმა შობის ღამეს დაბადებული პირველი ახალშობილები და დედები მოინახულა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქის ცენტრალურ სამშობიარო სახლსა და კლინიკა “რუსთავში” შობის ღამეს დაბადებული პირველი ახალშობილები და დედები მოინახულა.

რუსთავის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძესა და საკრებულოს დეპუტატებთან დავით რეხვიაშვილთან და მალხაზ კომლაძესთან ერთად, ახალშობილების დედებს, ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცათ.

დღესვე, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული, რუსთავის მოხუცთა სახლ “ქსენონში“ მცხოვრებთაც მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს. რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთველ მიტროპოლიტ იოანესთან “ქსენონში“ სპეციალურად მოხუცებისათვის გამართულ სადღესასწაულო სადილსაც დაესწრნენ.

მანამდე კი ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავში მიმდინარე სადღესასწაულო ალილოშიც მიიღო მონაწილეობა და მეალილოელებს ტკბილეული გადასცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს