რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - დასწრების დინამიკას დავაკვირდებით და გადავწყვეტთ, როდემდე გავაგრძელებთ თავისუფალი დასწრების რეჟიმს

რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - დასწრების დინამიკას დავაკვირდებით და გადავწყვეტთ, როდემდე გავაგრძელებთ თავისუფალი დასწრების რეჟიმს

რუსთავის ბაგა-ბაღებში დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა, თუმცა 6 490 აღსაზრდელიდან 21 ბაღში მხოლოდ 249 ბავშვი მიიყვანა მშობელმა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, ბაღებში არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყო და 8 იანვარს დასრულდა, თუმცა დღეს დილით ძალიან დაბალი დასწრება იყო.

,,დაბალ დასწრებას იმას ვაბრალებთ, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეებია, გრიპის ვირუსია და ალბათ, ბევრმა მშობელმა ბავშვი ბაღში სწორედ გრიპის ვირუსით დაინფიცირების შიშით არ მოიყვანა. ბაგა-ბაღების გამგეებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ თავისუფალი დასწრება გამოვაცხადოთ, დავაკვირდებით დასწრების შემდგომ დინამიკას ამის მიხედვით გადავწყვეტთ როდემდე გავაგრძელებთ აღსაზრდელებისათვის თავისუფალი დასწრების რეჟიმს“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, დღეს ბაღებში თავისუფალი დასწრების თაობაზე განცხადება გაავრცელა.