რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, მიკროავტობუსებით მგზავრობის გაზრდილი საფასურის შემცირების საკითხზე მსჯელობენ

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე შვიდი მიმართულებით მგზავრობის გაზრდილი საფასურის შემცირების საკითხზე მსჯელობენ.
სხდომას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრება.
თვითმმართველობის ორგანოში სხდომას ის სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც გაზრდილი ტარიფის შემცირების მოთხოვნით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს ატარებენ.
29 დეკემბერს თბილისი-რუსთავის მარშრუტის 7 მიმართულებაზე მძღოლებმა მგზავრობის საფასური 1,5-დან 2 ლარამდე გაზარდეს.
საკრებულოს დადგენილებით მგზავრობის ოფიციალური ღირებულება 1,50 თეთრია.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. დამსწრეები, თვითმმართველობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და კანონიერების ფარგლებში არსებული ბერკეტების გამოყენებას მოითხოვენ მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფის შესამცირებლად.

























