ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში” რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს

ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში” რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს. საავადმყოფოს ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, დადასტურებული H1N1 შემთხვევა არ ფიქსირდება და ძირითადი დიაგნოზი A ტიპის ვირუსია.

მისი განმარტებით, ბოლო დღეებში მიმართვიანობა არ გაზრდილა, თუმცა არასეზონურ პერიოდთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა.

მიმართვიანობის შემცირებაზე საუბრობს ქუთაისის რეგიონალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მმართველი გოჩა გიორგიძე. მისი თქმით, იმერეთსა და ქუთაისში გრიპის ვირუსთან დაკავშირებულმა მიმართვიანობამ იკლო.

„ქუთაისი და მთელი იმერეთიც აბსოლუტურად მომარაგებულია შესაბამისი ანტივირუსული პრეპარატით და არანაირი პრობლემები არ გვაქვს ამ მხრივ", - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა