მგზავრების შემდეგ ამჯერად აქცია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე დასაქმებულმა მძღოლებმა გამართეს

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე დასაქმებულმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსთავის მერმა აქციის მონაწილეებთან ერთად, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსში გაკრული გაზრდილი ტარიფის აღმნიშვნელი ფურცელი ჩამოხსნა და 1,50 ლარიანი გააკრა, მგზავრები მძღოლებს უპირისპირდებიან და მათ მიმართ აგრესიას გამოხატავენ.

აქციის მონაწილეებმა ტრანსპორტის პროფკავშირებს მათი უფლებების დასაცავად მიმართეს. აქციას დღეს საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია შეუერთდა. ალანიას გაცხადებით, პროფკავშირები არ დაუშვებს დასაქმებულების შეურაცხყოფას. "არც ერთ მძღოლს თმის ერთი ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეს. თუ მძღოლებმა არაკანონიერად გაზარდეს მგზავრობის საფასური, ამ პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს, ხელშეკრულების დარღვევისათვის სასამართლოსთვის მიმართვა და სუფსიდირება, ისე, როგორც ეს თბილისის მერიამ გააკეთა", - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

მისივე თქმით, ხუთშაბათს საკრებულოში თავად დაესწრება ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის შეკრებას და იქ დაიცავს მძღოლების უფლებებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს