რუსთავში საახალწლო სოფელში ხის სახლი დაიწვა

რუსთავში გიორგი ლეონიძის სახლობის სკვერში ხანძარი იყო. ცეცხლი საახალწლო სოფელში ხის სახლს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა 5კვ მეტრი ფართის ხის სახლი. ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

























