აჭარაში H1N1 ვირუსის 22 ლაბორატორიული შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში H1N1 ვირუსის 22 ლაბორატორიული შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში H1N1 ვირუსის 22 ლაბორატორიული შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, აჭარაში გასულ კვირას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დაავადების გამოვლენის 1500 შემთხვევა იყო. სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 200-ზე მეტი მოქალაქე გადის, მათ შორის სამი ფეხმძიმე ქალბატონია.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, მოქალაქეებს ანტივირუსული მედიკამენტის მიღება უწყებაში ფორმა ნომერ ასის წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ. მედიკოსები მოქალაქეებს გრიპის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოუწოდებენ, რომ უახლოს პოლიკლინიკებს დროულად მიმართონ.

აღსანიშნავია, რომ H1N1 ვირუსის შედეგად აჭარაში 4 ადამიანი გარდაიცვალა.