სამტრედიაში, „ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგად ერთი თანამშრომელი დაშავდა

სამტრედიაში, „ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგად ერთი თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტის ჩავარდნის შედეგად 21 წლის ბიჭი დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

























