რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მგზავრებს კვლავ 1,50 თეთრად გადაიყვანენ

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მგზავრებს კვლავ 1,50 თეთრად გადაიყვანენ

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხვალიდან კვლავ 1, 50 თეთრად გადაიყვანენ.

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა ცოტა ხნის წინ ტრანსპორტის პროფკავშირების თავჯდომარე ლავრენტი ალანიასთან ერთად განცხადება გააკეთეს.

როგორც ლავრენტი ალანიამ განაცხადა, გვიან ღამემდე „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობასა და მძღოლებს ხვდებოდა, მათთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მძღოლები მგზავრებს თბილისი - რუსთავის მარშრუტზე ხვალიდან კვლავ 1, 50 თეთრად გადაიყვანენ იმ პირობით, თუ მერია სპეციალური კომისიის შექმნას დათახმდება, რომელშიც პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ მგზავრობის რეალურ ტარიფს.

„თუ მერია დღევანდელ შეხვედრაზე არ დათანხმდება კომპანია "ინტერტრანსის" წინადადებას, მაშინ მგზავრობის ღირებულება კვლავ 2 ლარი იქნება, 21 დღის შემდეგ კი დაუმორჩილებლობის აქციას დაიწყებენ მძღოლები და გაიფიცებიან. ასეთია მათი მოთხოვნა", - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

იხილეთ ვიდეო: რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები 1,50 ტარიფის დასაბრუნებლად გარკვეული პირობების დაკმაყოფილების მოითხოვენ