ქუთაისის რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ქუთაისის რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე განათლების მინისტრის წარდგინებით მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი უფროსი ბადრი ვაშაკიძე თანამდებობიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაათავისუფლეს.

ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი იყო გამოცხადებული, თუმცა კონკურსი ჩაიშალა და დროებით რესურცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას გიგა ციბაძე ასრულებდა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს