სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ბრიგადები დაემატა

სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ბრიგადები დაემატა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, სეზონური ვირუსის გამო, ბათუმში დღე-ღამის განმავლობაში გამოძახებები 400-მდე აღწევს.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განმარტავენ, რომ მოქალქეებს ძირითადად მწვავე რესპირაციული ვირუსები აღენიშნებათ. სეზონური ვირუსების გამო აჭარაში 200-ზე მეტი მოქალაქე ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის, ხოლო ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მესამე დღეა კარანტი არის გამოცხადებული.

























