ლაშა ტუღუში - საქმეს მხოლოდ მოსამართლეთა სიის შეცვლა არ უშველის, არამედ საჭიროა სასამართლო სისტემის კარდინალური შეცვლა

სასამართლოს უნდა მოსცილდეს კლანი, - ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დარულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქმეს მხოლოდ სიის შეცვლა არ უშველის, არამედ საჭიროა სასამართლო სისტემის კარდინალური შეცვლა.

"მარტო სია საქმეს არ უშველის. რა თქმა უნდა ეს სია არის გასაწვევი, უფრო სწორად კი დასაწუნებელი, მაგრამ ეს არ უშველის. სასამართლოს უნდა მოსცილდეს კლანი, უნდა მივიღოთ სერიოზული სისტემური გადაწყვეტილებები. სასამართლოს სჭირდება გაჯანსაღება. თუ ეს კარდინალურად არ შეიცვალა, ძალიან დამძიმდება სიტუაცია. ამიტომ აქ ერთ კონკრეტულ ცვლილებაზე არაა საუბარი. აქ სჭირდება ახალი კანონმდებლობა, ახალი ხალხი. საბჭოც შესაცვლელია", - აღნიშნა ტუღუშმა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა და ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღონ სერიოზული გადაწყვტილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გამოწვევები, რომლებიც დგას სასამართლო სისტემაში დღეს, უფრო დამძიმდება. "კლანი ძალიან ცუდი სიტყვაა, რაც ძალიან სერიოზულ რაღაცებს ნიშნავს. მე მგონი აქ ძალიან სერიოზულ დანაშაულებებზეც არის საუბარი. ძალიან ბევრი მსგავსი ინფორმაცია ისმის ჩვენს გარშემო. აქედან გამომდინარე, მგონი სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს პოლიტიკურმა გუნდმა და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და თუ ესე არ მოხდა, სიტუაცია დღითიდღე უფრო დამძიმდება ", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა