გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში: დიღომი, დიდგორი, ზემო ვეძის ტერიტორია და მიმდებარე ტერიტორიებს; 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებს ქუმლისციხე, ქვეშეთი. ასევე, გუდაურსა და კობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























