გუბერნატორის მოადგილემ დუშეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული მგზავრები მოინახულა და საკვები ჩაუტანა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თამაზ სუჯაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული მგზავრები მოინახულა და საკვები ჩაუტანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, თამაზ სუჯაშვილმა მათ კობი-გუდაურის მონაკვეთზე არსებული მდგომარეობაც გააცნო.

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებთან ერთად, გზებზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს. პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე 8 იანვარს, ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაწმენდითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა