იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მოსახლეობას ხვდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მოსახლეობას ხვდება. მხარის რწმუნებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის 25–მდე სოფლის მოსახლეობას უკვე შეხვდა და მათ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამის თანახმად, მოსახლეობა ირჩევს რა უნდა გაკეთდეს მის დასახლებაში.

გარდა ამისა, მხარის რწმუნებული ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებსა და პრიორიტეტებს. პირველ ეტაპზე სოფლის მცხოვრებლებმა შეხვედრაზე სასმელი წყლის სისტემისა და გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, ასევე სკოლამდელი დაწესებულებებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა–რეაბილიტაცია დაასახელეს.

რეგიონის მასშტაბით შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი ბაზა, განისაზღვრება ყველა პრიორიტეტი და ეტაპობრივად მოხდება მათი ასახვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის რეგიონის ყველა სოფელში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. ჭიათურის შემდეგ გუბერნატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამართავს შეხვედრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა