„ნაცმოძრაობის“ წევრი გია აბულაძე - აჭარაში საპრივატიზაციო პოლიტიკა გამჭვირვალე უნდა გახდეს

აჭარაში საპრივატიზაციო პოლიტიკა გამჭვირვალე უნდა გახდეს, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლება არ ცდილობს, რომ რეგიონში საინვესტიციო გარემო გაუმჯებესდეს. გია აბულაძის თქმით, სამი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრებულია.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონში განახევრებულია, 2017 წელს იყო 167 მილიონი, ხოლო 2018 წელს 69 მილიონი, რაც ნიშნავს ნაკლებ შემოსავლებს ბიუჯეტში და ნაკლებ ახალ სამუშაო ადგილებს. აჭარის მთავრობას არანაირი ხედვა არ გააჩნია როგორ მოიზიდოს ინვესტიციები, რაც ჩანს მთავრობის 2019-2022 წლის სამოქმედო გეგმიდან. ასევე უკან გადადგმული ნაბიჯია საეჭვო საპრივატიზებო პოლიტიკა და ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები. 2012 წლის შემდგომ ინფრასტრუქტურის განვითრების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. ხელისუფლება ელემენტარულ პრობლემებსაც ვერ აგვარებს“, -აცხადებს გია აბულაძე.

იგი ასევე მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

„მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას: დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილებები პრობლემების მოსაგვარებლად; გადაიდგას ნაბიჯები საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და ბიზნესის დაცულობის მიმართულებით; რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით საპრივატიზებო პოლიტიკა გახდეს გამჭვირვალე და მიმზიდველი ინვესტორებისათვის და არა რომელიმე სახელისუფლებო კლანისათვის",- განაცხადა აბულაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს