ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 51 ადამიანია მოთავსებული, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 51 ადამიანი გადის მკურნალობას, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტებიდან 19 ბავშვია.

„ერთი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, დანარჩენი კი პალატაში არიან მოთავსებული. მათგან 19 ბავშვია", - თქვა ორჟონიამ. საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით შეყვანილი პაციენტების რაოდენობა გაზრდილია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს