ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში საშობაო ფესტივალი მიმდინარეობს

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტრადიციად ქცეული ფესტივალი მოზარდებში რწმენის გაძლიერებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„ფესტივალის ფარგლებში, რომელშიც საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, დაგეგმილია საკონფერენციო გამოსვლები, კონკურსები, სპორტული ასპარეზობები და ნამუშევრების გამოფენა. წელს მოსწავლეთა კონფერენცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.

„გენეთლია“ გორში, გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა - კურთხევით, უკვე მე - 13 იმართება. საშობაო ფესტივალი 11 იანვარს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?