მარნეულში, 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

მარნეულში, 15 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა, გუშინ საღამოს მოხდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ოთახში ბუნებრივი აირის გამათბობელთან უგონო მდგომარეობაში ნახეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მარნეულში კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო