სამშენებლო კომპანიებს რუსთავში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს

სამშენებლო კომპანიებს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რუსთავში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურა ტაბაღუა, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეხვედრის მონაწილეებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც, რუსთავში 2019 წელს იგეგმება.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, 20 პროექტზე ელექტრონულ ტენდერებს, რუსთავის მუნიციპალიტეტი 15 იანვრიდან გამოაცხადებს.

,,ჩვენ წინასწარ ვხვდებით სამშენებლო კომპანიებს, გვინდა აქტიურად ჩაერთონ ტენდერებში, იმისათვის, რომ იყოს უფრო მეტი კონკურენცია. ჩვენი მხრიდან მათ აღუთქვივით, რომ იქნება აბსოლიტურად ჯანსაღი თანამშრომლობა. ტენდერი ბუნებრივია დახურულია და იქ ვერავინ ვერ ჩაერევა, თუმცა ჩვენ არავინ არ გვიკრძალავს, რომ კომპანიებს 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ინფორმაცია მივაწოდოთ, იმისათვის, რომ უფრო მეტი მზადყოფნა ქონდეთ და უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ პროექტებით. სამუშაოების განხორციელების პროცესში, ჩვენ ყოველკვირეულად გვექნება შემაჯამებელი შეხვედრები, მათ შორის, პროექტებზე ზედამხედველ კომპანია ,,ოპტიმალთანაც“. ამ შეხვედრებზე სრულად იქნება გავლილი ყველა ის პრობლემა, რომელმაც შესაძლოა 2019 წელს მშენებელი კომპანიები რაიმეთი შეაფერხოს“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, 2019 წელს, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, 8 მლ 700 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 4 მილიონი ლარის ღირებულების 50 პროექტი.

,,უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში 20 პროექტზე გამოცხადდება ტენდერი, აქედან 5 ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 მილიონი ლარით დაფინანსდება, 2 მლ 500 ათასი ლარის ღირებულების 15 პროექტი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ეს პროექტები ითვალისწინებს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების რეაბილიტაციას, სკვერების კეთილმოწყობას, საბავშვო მოედნების რეაბილიტაციასა და ახლის მშენებლობას“, ასევე სხვა სახის სამუშაოების ჩატარებასაც“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო