ზესტაფონის მერი „წიგნების თაროს“ მონაწილეებს შეხვდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ საგანმანათლებლო პროექტ „წიგნების თაროს“ ზესტაფონელ კონკურსანტებს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ზესტაფონის მე-6 საჯარო სკოლის გუნდი (ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი საყვარელიძე, გიორგი მერკვილიშვილი) „წიგნების თაროს“ მეხუთე სეზონში ნახევარფინალამდე საუკეთესო თამაშით გამოირჩეოდა. ამასთან, ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი საყვარელიძე ხალხის რჩეული გახდა და კემბრიჯის საზაფხულო სკოლის საგზურით დაჯილდოვდა, სადაც გამარჯვებულ გუნდთან ერთად გაემგზავრება.

როგორც ზესტაფონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მე-5 სეზონის ლიტერატურული კონკურსის ბონუს თამაშის გამარჯვებულია ამავე სკოლის მოსწავლე ლუკა ჭყოიძე, რომელიც, ამასთანავე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ახალგაზრდა ხელოვანის“ გამარჯვებული და საუკეთესო მოთხრობის ავტორია.

კახაბერ მახათაძემ წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა