სალომე ზურაბიშვილი - თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა, ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა

თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილების პრეზიდენტისთვის გადაცემა საუკეთესო მექანიზმი იქნება, ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა “ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, სასამართლო სისტემის მიმართულებით შექმნილი კრიზისის ფონზე, ფიქრობს თუ არა, რომ შეცდომა და არასწორი გადაწყვეტილება იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილების პრეზიდენტისთვის ჩამორთმევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემა და ამ მექანიზმის პრეზიდენტისთვის დაბრუნება რამდენად გამოასწორებს პროცესს.

ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პრეზიდენტი ვერ იტყვის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში რამე ხარვეზი არსებობს, რომელიც გამოსასწორებელია.

“თუ ეს იქნება საუკეთესო მექანიზმი, იქნება დიდი პასუხისმგებლობა. არ ვიცი, რა უნდა ვისურვო, თუ საკითხი ასე დგას. დღეს პრეზიდენტი ვერ იტყვის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში რამე ხარვეზი არსებობს, რომელიც გამოსასწორებელია. ეს ჩემი სათქმელი არ არის. თუ კონსტიტუციაში არის რამე ხარვეზი, ეს იმ ადამიანების სათქმელია, რომლებიც ამაზე მსჯელობენ. მე დღეს აღარ ვარ კანონმდებელი, რომელმაც კონსტიტუციაზე უნდა იმსჯელოს. თუ კანონმდებელმა ან საზოგადოებამ მიიჩნია რამე როგორც ხარვეზი, ეს არის მათი გადასაწყეტი. მე ვიქნები მხოლოდ მორჩილი, რაც ამ კუთხით გადაწყდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა