სალომე ზურაბიშვილი - მე არ მაქვს მოვალეობა, პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი ვიყო, თუმცა ვარ მზად, ყველა პარტიასთან მქონდეს ურთიერთობა

მე არ მაქვს მოვალეობა პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი ვიყო, თუმცა ვარ მზად ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მქონდეს ურთიერთობა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით მის სამომავლო გეგმებს.

ზურაბიშვილის თქმით, „ყველას პრეზიდენტობა“ ეხება უფრო საზოგადოებას, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს ."ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას, მაგრამ ამისთვის ორივე მხარე უნდა იყოს მზად. სხვათა შორის, ჩემი გაგებით შერიგება და ყველას პრეზიდენტობა უფრო ეხება საზოგადოებას, ვიდრე მაინც და მაინც პოლიტიკურ პარტიებს. მე არ მაქვს მოვალეობა, პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი ვიყო, თუმცა ვარ მზად, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მქონდეს ურთიერთობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ასევე შეეხო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრეზიდენტად მის არ აღიარებას. "ყველა მოწვეული იყო ინაუგურაციაზე, ყველას გაეგზავნა მოწვევა. მაგრამ ვინც არ მაღიარებს, რა ვუყო, არ ვიცი...", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა