ხარაგაულის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია მერის იმპიჩმენტს ითხოვს

ხარაგაულის ოპოზიციური ფრაქცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის იმპიჩმენტს ითხოვს. როგორც მან დღეს ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა, მერი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და მისივე გუნდიც უნდობლობას უცხადებს.

"თუ არ მოიწვევენ რიგგარეშე სხდომას და არ მოითხოვენ ნიკოლოზ თოფურიძის იმპიჩმენტს, მორიგი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მივცემთ. აუცილებლად ჩავშლით სხდომას", – განაცხადა ბრიფინგზე თორნკე ავალიშვილმა.

ხარაგაულის მერმა ანგარიში საკრებულოს ორი დღის წინ ჩააბარა, რა დროსაც მისი მუშაობა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს