ქუთაისში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომაქანა სწრაფად მოძრაობდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო