ქუთაისში ახლად აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათა) ახლად აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა მღვიმე სპეციალისტებმა შეისწავლონ. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები დროში არ გახანგრძლივდება და ქუთაისში მივლინება უახლოეს მომავალში იგეგმება.

„მღვიმესთან დაკავშირებით ინფორმაცია გვაქვს, რომ მას, შესაძლოა, მიენიჭოს ბუნების ძეგლის სტატუსი. ჩვენი თანამშრომლების, გეოგრაფიის ინსტიტუტის და ადგილობრივების ინფორმაციით, მღვიმე არის ბუნების საოცრება, უნიკალური ადგილი, თუმცა ჩვენ სააგენტოში ვგეგმავთ ადგილზე კიდევ უფრო მეტ შესწავლას, რის შემდეგაც გაირკვევა სტატუსის საკითხი", - განაცხადა სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა.

სტატუსის მინიჭებამდე სპეციალისტები აუცილებლად თვლიან მღვიმის ჩასასვლელს გაუკეთდეს კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილზე ნაღვენთი ფორმები დაზიანდეს.

ქუთაისში მღვიმე ექიმმა ვახო სიხარულიძემ აღმოჩინა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა