რუსთავის რკინიგზის სადგურამდე მუნიციპალური ტრანსპორტი სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მატარებლით იმგზავრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, რუსთავში აქტუალური გახდა საქალაქთაშორისო დაბალფასიანი ტრანსპორტის საკითხი, რომლის ერთ-ერთ ალტერნატივად, სარკინიგზო მიმოსვლაც განიხილება.

ქალაქის მერმა მგზავრობისას თანმხლები პირებისგან მოისმენა მოსაზრებები, რამდენად მისაღებია მათთვის მატარებლით გადაადგილება. რუსთავის მერის ინიციატივით, მუნიციპალური ტრანსპორტი სტუდენტებს რუსთავის რკინიგზის სადგურამდე უფასოდ მოემსახურება.

„რუსთავიდან, დედაქალაქის მიმართულებით და პირიქით, ყოველდღიურად 17 ათასზე მეტი მგზავრი გადაადგილდება. მგზავრთა უდიდესი ნაწილი, რომელთა შორის არიან სტუდენტებიც, აღნიშნულ მარშრუტზე ძირითადად სამარშუტო ტაქსებით მგზავრობენ. სტუდენტების ნაწილი კი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფის გაზრდის შემდეგ რუსთავიდან თბილისამდე მატარებლით მგზავრობს“, - ნათქვამია რუსთავის მერიის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა