ქუთაისში, „თეთრ ხიდზე" არასამთავრობო ორგანიზაციამ საფრთხის მანიშნებელი სტიკერები გააკრა

ქუთაისში „თეთრ ხიდზე" არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია" აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ხიდზე საფრთხის მანიშნებელი სტიკერები გააკრეს. ორგანიზაციის წევრების თქმით, ორი კვირა გავიდა, რაც ხიდზე მინა დაზიანდა და მერიამ ვერ დაადგინა რა გახდა გამომწვევი მიზეზი.

ორგანიზაციის თავმჯდომარე გია გოქაძე მერიას არასწორად შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა.

„არ გვინდა, მოქალაქეებიც ჩავარდნენ მდინარეში, რადგან ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო არაა. ორი კვირის წინ ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი, მოვითხოვეთ ხიდზე საფარი შეცვლილიყო, თუმცა ირონიული პასუხი მივიღეთ. რამდენიმე დღეში კი ხიდზე მინა დაზიანდა და მერიამ მიზეზები ამ დრომდე ვერ დაადგინა. მერია არ აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, უსაფრთხოა თუ არა ხიდზე გაადგილება, ამიტომ ჩვენ გავაკარით ფლაერები წარწერით "სახიფათოა". ასე მაინც დავიცავთ მოქალაქეებს, რადგან აქ ადგილობრივების გარდა ტურისტებიც დადიან და მათ არ აქვთ ინფორმაცია ხიდის შესახებ",-განაცხადა გია გოქაძემ.

ორგანიზაცია ხიდის იმ ნაწილის გადაკეტვას მოითხოვს, სადაც პანორამული მინაა განთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა