აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჰოლანდიაში ტურისტულ გამოფენაში  მონაწილეობს

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ჰოლანდიაში, უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. „Vakantie Beurs 2019” -ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველად მონაწილეობს და გამოფენაზე ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი.

უტრეხტის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა ევროპაში. მასში 119 ქვეყნის 1,130 კომპანია და ტურისტული ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენა საშუალოდ 105 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საქმიან შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან. გამოფენა 9 იანვარს გაიხსნა და 13 იანვარს დასრულდება.

2019 წელს, დეპარტამენტი რეგიონს ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორიცაა: ბერლინის, ფრანქფურტის, ლონდონის, ბარსელონას, თელავივის, დუბაისა და მადრიდის გამოფენები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა