ექიმის ინფორმაციით,  რუსთავში, მე-3 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 22 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „ინტერპრესნიუსს" კლინიკა „რუსთავის" ნეიროქირურგმა მიხეილ გურასპიშვილმა განუცხადა, პაციენტს თავის ტრავმის გამო ამნეზია აქვს და არ ახსოვს რა შეემთხვა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ჰერმოდინამიკის და სუნთქვის პარამეტრებიც სტაბილურია. მას თავის ტრავმის გამო ამნეზია აქვს, არ ახსოვს თუ რა მოხდა და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება", - განაცხადა მიხეილ გურასპიშვილმა.

გუშინ, რუსთავში 22 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა