ლენტეხ-ბავარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხ-ბავარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ8-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

უწყების ცნობით, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის კმ1-კმ8 მონაკვეთზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია.