ბათუმში ქართული თეატრის დღე აღინიშნა

ბათუმში ქართული თეატრის დღე აღინიშნა. თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თეატრის თანამშრომლები, სცენის მიღმა მოღვაწე პროფესიონალები დააჯილდოეს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თეატრალურ საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და მათ მადლობის სიგელები განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გადასცა.

„ქართული თეატრის დღეს ვულოცავ თეატრალურ საზოგადოებას, თეატრალურ დასებს. დასაფასებელია თეატრში მოღვაწე თითოეული ადამიანის ღვაწლი. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს და ცდილობს გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში თეატრალური ცხოვრება იყოს წარმატებული.წელს დასრულდა ბათუმის დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს, რაც დარწმუნებული ვარ ახალ სიცოცხლეს მისცემს თეატრალურ ცხოვრებას ჩვენს ქალაქში.“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო