ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის გადაწყვეტილება „ქართული მარშის" წევრმა გააპროტესტა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში" მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის პრეზენტაციის პარალელურად, „ქართული მარშის" წევრმა ვატო მებურიშვილმა მცირე აქცია გამართა და ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტა.

როგორც მან განაცხადა, ბათუმი ტურისტული ქალაქია და ტერმინალის მშენებლობა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ვატო მებურიშვილის პროტესტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა მოქალაქეებსა და გარემოს საფრთხეს არ უქმნის. მინისტრის განცხადებით, მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა მეტი ინფორმირებულება მოხდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს